პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი და "ოპოზიციის ალიანსის" წევრი გიორგი ვაშაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმიანება.
"კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს. ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა.
70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და ფერარის გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში. ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება. თან თბილისელების რეალურ პრობლემებსაც გაგაცნობ.
რაც შეეხება თქვენს ამბავს, თქვენი საქმე დამთავრებულია! მხოლოდ დროის საკითხია, როდის ჩამოშორდებით ამ ქვეყნის მართვას." - გიორგი ვაშაძე.
ცნობისათვის, კახა კალაძემ განაცხადა: "ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ - ისინი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ წარმოადგენდა".