ენერგეტიკის სამინისტრო გარემოს დაცვის კუთხით ყველაზე დიდი ხელისშემშლელია. ამის შესახებ პარლამენტში, "ქრისტიან-დემოკრატებთან" გამართულ შეხვედრაზე, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა განაცხადა.
"გარემოს დაცვისთვის მთავარი ხელისშემშლელი ენერგეტიკის სამინისტროა. მათ გამოქვეყნებული აქვთ ყველა მდინარის სია, სადაც წერია, რომ ეს მდინარეები პოტენციური ჰესების ადგილებია და დაცული ტერიტორიების შექმნა მდინარიდან 500-მეტრიან ზოლში აკრძალულია. პრაქტიკულად გამოდის, რომ სადაც მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიის დაარსება, მასზე თათი ენერგეტიკის სამინისტროს აქვთ დადებული", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისი შეფასებით, ხელისუფლება იმ სამინისტროებს ამცირებს, რომელსაც მეტი საქმე აქვს და ტოვებს იმ უწყებებს, რომელსაც ნაკლები დატვირთვა აქვს, მაგალითად ენერგეტიკის სამინისტროს.
"ენერგეტიკის სამინისტროს მთავარი ფუნქციას ენერგეტიკულ საკითხებზე მოლაპარაკებები წარმოადგენს, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის შემადგენლობაშიც განახორციელებდნენ", - აცხადებს იგი.