უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა არჩევნებში ხმა მისცა.
ორბანმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხალხის არცევანს პატივს სცემს და ყველა ამომრჩეველი მისთვის მნიშვნელოვანია.
„მე აქ გამარჯვებისთვის ვარ“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნებში აქტივობა მაღალია. ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათისთვის ამომრჩეველთა 3.46 პროცენტმა მისცა ხმა. შედარებისთვის, 2018 წელს, როდესაც აქტივობის თვალსაზრისით რეკორდი დამყარდა, ამ დროისთვის ხმა ამომრჩეველთა 2.24 პროცენტს ჰქონდა დაფიქსირებული.