ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა დაგმო ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის, ბოლოდროინდელი კრიტიკული განცხადებები ნატო-ს მოკავშირეების მიმართ და განაცხადა, რომ მისი კრიტიკული განცხადებები ალიანსის სანდოობას უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებები.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრამპმა ნატო-ს ავტორიტეტის დასასუსტებლად იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ვლადიმირ პუტინმა შეძლო მრავალი წლის განმავლობაში“,- განაცხადა პაველმა.
პაველმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის პრინციპებს ეფუძნება.
„როგორც კი დავიწყებთ ალიანსის, როგორც ერთიანი, შეკრული ერთეულის, როგორც ერთად მოქმედებისთვის მზად და ძალიან გადამწყვეტი ძალისხმევის მქონე ერთეულის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, მაშინ, რა თქმა უნდა, მისი როლი იკარგება“, - თქვა მან.
ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპის კრიტიკა არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსიადა „არა ისეთი ალიანსი, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს დახმარებას მისი ტერიტორიის გარეთ წარმოებულ ომებში“.
მისი თქმით, ევროპელი მოკავშირეები „თავიდანვე არ იყვნენ ინფორმირებული მიზნებისა და ოპერაციების შესახებ და სინამდვილეში არავის უთხოვია მათთვის თანამშრომლობა“.
„მხოლოდ მაშინ, როდესაც ომმა დაიწყო განვითარება, შესაძლოა მოულოდნელი მიმართულებით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა იზრუნონ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობაზე და როდესაც მან დადებითი პასუხი არ მიიღო, მან მთელი ნატო-სთვის ეს იმედგაცრუებად მიიჩნია“, - თქვა პაველმა და მას უსამართლო უწოდა.