აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამშაბათს, 7 აპრილს, უნგრეთში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად. ამის შესახებ Reuters იუწყება.
წყაროების ცნობით, ორდღიანი ვიზიტის დროს, რომელიც 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართება, ვენსი ორბანს შეხვდება და მასთან ერთად წინასაარჩევნო მიტინგში მიიღებს მონაწილეობას.
„მოუთმენლად ველი ჩემს კარგ მეგობარ ვიქტორთან შეხვედრას და განვიხილავთ შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს“, - განუცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უნგრეთში გამგზავრებამდე.
მან ასევე აღნიშნა, რომ განხილული იქნება ევროპასთან და უკრაინასთან ურთიერთობების საკითხები.