მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, დღევანდელ სინოდზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
"საორგანიზაციო საკითხები იყო, რაც შემდეგ სინოდზე უნდა იყოს განხილული. დადგენილება არ შეიცვალა - როცა ახალი პატრიარქი იქნება დადგენილი, დადგენილება მერე უნდა შეიცვალოს. სამებაში უნდა შევიკრიბოთ, - განაცხადა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა.
ასევე, მიტროპოლიტის განმარტებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე განათლების საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა.
მისივე განცხადებით, გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.