საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის მოწვევით, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით არ არის გაწერილი.
„მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებსა და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი სხდომა არ არის გათვალისწინებული პატრიარქობის სამი კანდიდატის გამოსარჩევად, ის პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას დაეთმობა.