1-ელ აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6994 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.21 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.51 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1318 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.91 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5948 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.07 თეთრი შეადგინა.