ვისაც უფალი ამ ჯვარს დაადებს, იმან ალბათ უარი არ უნდა თქვას, - ამის შესახებ მეუფე ისაიამ პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.
"იცით, რომ არჩევნები მოდის. არავინ დასახელებულა ჯერ, საერთოდ, თავისი დრო აქვს, როდესაც უნდა მოხდეს ეს ამბავი და ერთმა სასულიერო პირმა მომწერა უცხოეთიდან, რომ ვლოცულობ თქვენ თვითონ რომ გახდეთო და მე მას ვუპასუხე, რომ ილოცეთ იმისთვის, რომ ყოველი არის ღვთის ნება. ღვთის ნება როგორია, ეს არის მთავარი და თქვენც გთხოვთ, რომ ილოცოთ. როგორ არის ეს ღვთის ნება, რომ გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელმაც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს. ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერი არ არის, ასე ვთქვათ, ეს არის ჯვარი უფალმა უნდა დაადოს და ვისაც დაადებს, იმან ალბათ ამაზე არ უნდა თქვას უარი, ეს ჯვარი უნდა იტვირთოს. ეს უფლის შეწევნაა, თუ უფალი არ შეეწია ადამიანს, ვერც ჩვენი უწმინდესი შეძლებდა ამას. ამდენად, ინებოს უფალმა, რომ გამოარჩიოს ის, ვინც არის მისთის საჭირო, - განაცხადა მეუფე ისაიამ.