საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში მივიდა. მასთან ერთად ტაძარში, სადაც გუშინ ილია მეორე დაკრძალეს, სხვა სასულიერო პირებიც მოვიდნენ. ისინი პატრიარქისთვის პანაშვიდს გადაიხდიან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო. ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. „მადლობა, პატრიარქო“ - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ხალხი ილია მეორეს.
დილიდან, სიონში მოქალაქეები მოდიან, რათა სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს პატივი მიაგონ.