მოქალაქეები სიონის ტაძარში დილიდან მიდიან. ისინი პატივს მიაგებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას.
სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამოქალაქო პანაშვიდები.
ილია მეორე სიონის ტაძარში გუშინ დაკრძალეს.