ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ჟურნალისტებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კანონიზაციაზე ესაუბრა.
„დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება. იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს საკითხი რომც არ დავაყენოთ სინოდის წევრებმა, გვაიძულებენ ადამიანები, კანონიზაციაზე ვსაუბრობ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე უნდა მოხდეს კანონიზაცია. ეს შესაძლებელია დღესვე. ასეთი შემთხვევები ყოფილა ისტორიაში. ყოფილა ისტორიაში შემთხვევები, ეგნატე ღმერთშემოსილი იყო დიდი წმინდანი, მარტინ ტურელი იყო დიდი წმინდანი, ანტონ დიდი. როგორც კი გარდაიცვალა, დაიწყო იმწუთასვე. მაშინ კანონიზაციის პროცესი კი სხვანაირი იყო... მთავარი წმინდანად შერაცხვა არის ხალხის თაყვანისცემა, სასოება. როცა კანონიზაციაზეა საუბარი, წმინდანად შერაცხვაზე, აქ საუბარია საყოველთაო თაყვანისცემაზე“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.