თბილისში, თუმანიანის ქუჩაზე ხანძარი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, კაცი დაშავებული. მას მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება და კლინიკაშია გადაყვანილი.
ცეცხლი ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.