ილია მეორის ხსოვნისადმი პატივსაცემად, სტრასბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ მიიღო.
2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

