ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, იბრაჰიმ აზიზმა განაცხადა, რომ დრონებით ისრაელის მხარდაჭერით უკრაინა „ფაქტობრივად ომში ჩაერთო“.
„ისრაელის რეჟიმის დრონებით მხარდაჭერის გამო, უკრაინა ფაქტობრივად ომში ჩაერთო და გაერო-ს ქარტიის 51‑ე მუხლის შესაბამისად, მთელი თავისი ტერიტორია ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცია“, - წერს იბრაჰიმ აზიზი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანული დრონების წინააღმდეგ დახმარებისთვის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა მიმართეს. ზელენსკის ცნობით, სამხედრო მრჩევლების სამი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანაში გაგზავნა, კერძოდ, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში.