რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს სპარსეთს ყურეში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანა შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ Axios ავრცელებს.
აღნიშნული წინადადებით პუტინმა დონალდ ტრამპს 9 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიმართა.
როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინის შეთავაზება უარყო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ირანიდან გამდიდრებული ურანის გატანას სთავაზობს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს წინადადება გაკეთდა. ის არ იქნა მიღებული. აშშ-ის პოზიციაა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ურანი უსაფრთხოდ არის შენახული“, - განუცხადა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა Axios-ს.