„ძალა ერთობაშია“ - პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მარში მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობით დაიძრნენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. ასევე, ბანერები სხვადასხვა წარწერით, რითაც აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
მარშის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.