ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ ადვოკატ ბექა ბასილაიას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, ბექა ბასილაიას პატიმრობის მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბასილაია უკრაინაში 2022 წლის მარტში ჩავიდა და „ქართულ ლეგიონში“ გაწევრიანდა, ხოლო საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ 2025 წლის შემოდგომამდე იბრძოდა.
ბექა ბასილაია დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას.