აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანისგან უპირობო კაპიტულაციას მოითხოვს. ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის არ მიიღებს ირანთან ომის დასრულებას უპირობო კაპიტულაციის გარდა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, „ირანს დიდებული მომავალი ექნება“.
„ირანთან შეთანხმება უპირობო დანებების გარდა არ იქნება! ამის შემდეგ, და დიდებული და მისაღები ლიდერის (ლიდერების) შერჩევის შემდეგ, ჩვენ და ჩვენი შესანიშნავი და მამაცი მოკავშირეები დაუღალავად ვიმუშავებთ, რათა განადგურების პირას მყოფი ირანი გადავარჩინოთ და ეკონომიკურად უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გავხადოთ, ვიდრე ოდესმე“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.