აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლა „კიდევ უფრო ნაკლები კარტი“ აქვს. ამის შესახებ ტრამპმა Politico-თან ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას, ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დროა იმოქმედოს და უზრუნველყოს შეთანხმების მიღწევა.
„ვფიქრობ, პუტინი მზადაა შეთანხმების მისაღწევად“, - გაიმეორა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის „არ ავლენს საკმარის მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის“ და „წარმოუდგენელია, რომ ის დაბრკოლებას წარმოადგენს“.
„თქვენ არ გაქვთ კარტები. მას ახლა კიდევ უფრო ნაკლები კარტი აქვს“, - თქვა ტრამპმა.