თურქეთში ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა პროტესტის გადასაცემად ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის გამო, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც სირიისა და ერაყის გავლით თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.
„ირანის ტერიტორიიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებებმა დაუყოვნებლივ აღმოაჩინა და წარმატებით ჩაჭრა.
ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისგან, რომელმაც შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის შემდგომ გავრცელებას შეუწყოს ხელი“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.