სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters -ს განუცხადა, რომ შრი-ლანკის სანაპიროსთან ირანულ სამხედრო გემზე იერიშიშეერთებულმა შტატებმა მიიტანა.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, განაცხადა, რომ დარტყმა ამერიკულმა სამხედრო წყალქვეშა ნავმა განახორციელა.
მანამდე შრი-ლანკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გემიდან 32 ადამიანი გადაარჩინეს.
140 ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული. ზოგიერთი წყაროს თანახმად, გემზე სავარაუდოდ 180 ადამიანი იმყოფებოდა.