ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, დენი დანონმა განაცხადა, რომ ისრაელი და შეერთებული შტატები არ შეწყვეტენ ოპერაციას ირანის წინააღმდეგ ვიდრე ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თეირანმა ვერ შეძლოს ბირთვული პოტენციალის ფლობა.
ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას მან ირანი „სასოწარკვეთილ სამხედრო ქმედებებში“ დაადანაშაულა, რაც მისი თქმით, აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული გადამწყვეტი და მიზანმიმართული დარტყმების საპასუხოდ განხორციელდა.
დანონმა ასევე თქვა, რომ მისი აზრით, ირანელი ხალხისთვის თავისუფლება „უფრო ადრე დადგება, ვიდრე გვიან“.