შეიქმნა ოპოზიციის ალიანსი, რომელიც შეთანხმდა საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე ისევე, როგორც შეთანხმდა ერთობლივი მოქმედების ხედვებზე და წესებზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მე მინდა გულწრფელად მადლობა გადავუხადო ყველა იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელიც ახლა ამ ოთახშია. ძირითადად მათი ნამუშევარია ის დოკუმენტი, რომელიც საჯაროდ დაიდო მაშინ, როდესაც რამდენიმე ჩვენგანი ჯერ კიდევ პატიმრობაში იყო. დიდი შრომა აქვთ ჩადებული. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ შეთანხმება შედგა. მნიშვნელოვანი დღეა და მე მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვეცადოთ, რომ ეს დღე არ დარჩეს უბრალოდ მნიშვნელოვან დღედ და იქცეს ისტორიულ დღედ, როდესაც საფუძველი ჩაეყარა რეჟიმის დამარცხებას“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.