საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ამ დროისთვის ირანის ბირთვული ობიექტები არ დაზიანებულა.
„არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რომელიმე ბირთვული დანადგარი, მათ შორის ბუშერის ატომური ელექტროსადგური, თეირანის კვლევითი რეაქტორი ან სხვა ბირთვული საწვავი ციკლი ირანში დაზიანდა ან დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“, – აცხადებს რაფაელ გროსი.
მისი თმით, ირანის ბირთვული ენერგიის მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირების მცდელობები გრძელდება.
„ირანის ბირთვული ენერგიის მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირების მცდელობები გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. ვიმედოვნებთ, რომ ეს აუცილებელი კომუნიკაციის არხი რაც შეიძლება მალე აღდგება“, - განაცხადა გროსიმ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს საგანგებო სესიაზე.
მისი თქმით, ირანში ფუნქციონირებს ბირთვული ქარხნები, კვლევითი რეაქტორები და საფრთხე არ უნდა შეექმნას ბირთვულ უსაფრთხოებას.