აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა.
როგორც ლევიტის სოციალურ ქსელში წერს, ტრამპი ასევე ესაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს და ბაჰრეინის მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფასაც.
„დღეს პრეზიდენტი ტრამპი ესაუბრა ისრაელის, ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებს“, – წერს ლევიტი სოციალურ ქსელში.
კონკრეტულად, რა საკითხებზე ისაუბრეს ლიდერებმა, უცნობია.