აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩაძირა ირანის გემები და გაანადგურა ირანის საზღვაო ძალების შტაბ-ბინა. ამის შესახებ მან Truth Social-ში დაწერა.
„ახლახან მაცნობეს, რომ ჩვენ გავანადგურეთ და ჩავძირეთ ცხრა ირანული საზღვაო ხომალდი, რომელთაგან ზოგიერთი შედარებით დიდი და მნიშვნელოვანი იყო. დანარჩენებსაც ვეძებთ - ისინიც მალე ზღვის ფსკერზე აღმოჩნდებიან“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.
გარდა ამისა, ტრამპის თქმით, კიდევ ერთმა თავდასხმამ ირანის საზღვაო შტაბ-ბინა დიდწილად გაანადგურა.