„ლეიბორისტული პარტიის“ წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას საჯარო მოხელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლოში სოციალურ ქსელში სხვის პოსტზე კომენტარის დაწერის გამო იყო დაბარებული.