უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ჟენევაში ხვალ დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები განიხილა.
„ახლახან ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. სატელეფონო საუბარს ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ჩვენი გუნდები ახლა ბევრს მუშაობენ და მე მადლობა გადავუხადე მათ ყველა ძალისხმევისთვის, მოლაპარაკებებსა და ომის დასრულების სამუშაოებში ჩართულობისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს ზამთარი უკრაინისთვის ყველაზე რთულია, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები, რომელთა შეძენაც შეერთებულ შტატებშია შესაძლებელი, ძლიერ საჭიროა ყველა ამ გამოწვევის დაძლევასა და სიცოცხლის დაცვაში.
„ჩვენ განვიხილეთ ის საკითხები, რომლებზეც ჩვენი წარმომადგენლები ხვალ ჟენევაში ორმხრივ შეხვედრაზე იმუშავებენ, ასევე [განვიხილეთ] მარტის დასაწყისში სრული სამმხრივი ფორმატით მომლაპარაკებელი ჯგუფების შემდეგი შეხვედრისთვის მზადება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ლიდერების დონეზე მოლაპარაკებებზე გადასვლის შესაძლებლობას მოგვცემს. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ნაბიჯების ამ თანმიმდევრობას. ეს არის ერთადერთი გზა ყველა რთული და მგრძნობიარე საკითხის გადასაჭრელად და საბოლოოდ ომის დასასრულებლად“, - დასძინა ზელენსკიმ.