აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ წითელი არმიის შემოჭრას საქართველოში და პატივს მივაგებთ მამაც ქართველ ხალხს, რომელიც უდიდესი დანაკარგისა და 70-წლიანი რეპრესიების მიუხედავად არ დანებდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში", - წერს საელჩო.