კონგრესის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „თავდაუზოგავად მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის მკვლელობებისა და ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად“.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ მეცხრე ომის დასასრულებლად, რუსეთსა და უკრაინას შორის მკვლელობებისა და ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად, სადაც ყოველთვიურად 25 000 ჯარისკაცი იღუპება, ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე, რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი,“ - განაცხადა ტრამპმა.