აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გლობალურ 10%-იან ტარიფებს 15%-მდე ზრდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მრავალთვიანი ფიქრის შედეგად ტარიფებთან დაკავშირებით გუშინ გამოქვეყნებული აბსურდული, ცუდად შედგენილი და სრულიად ანტიამერიკული გადაწყვეტილების საფუძვლიანი, დეტალური და ამომწურავი განხილვის შემდეგ, ეს განცხადება ჩაითვალოს იმის დასტურად, რომ მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ ვზრდი გლობალურ 10%-იან ტარიფებს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა უმეტესობა ათწლეულების განმავლობაში დაუსჯელად „ძარცვავდა“ შეერთებულ შტატებს (ვიდრე არ გამოვჩნდი მე) სრულად დასაშვებ და სამართლებრივად გამყარებულ 15%-მდე“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მისი ადმინისტრაცია გამოავლენს და გამოაქვეყნებს ახალ და კანონიერად დასაშვებ ტარიფებს, რომლებიც გააგრძელებს "უაღრესად წარმატებულ პროცესს „ისევ გავხადოთ ამერიკა დიდებული“, უფრო დიდი, ვიდრე ოდესმე".
შეგახსენებთ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის 3 აპრილს დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები დააწესა,