ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრი“ კიდევ ოთხმა მსახიობმა - დავით ბეშიტაშვილმა, ტასო ჭანტურაიამ, მანუ თავაძემ და ლუკა ჯაფარიძემ დატოვა.
მანამდე თეატრიდან წამოსვლის შესახებ განაცხადეს მსახიობებმა კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, ნანკა კალატოზიშვილმა და გივიკო ბარათაშვილმა.
მსახიობების ეს გადაწყვეტილება უკავშირდება თეატრის ფასადიდან, ამავე თეატრის მსახიობის, საპატიმროში მყოფი ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას.
ანდრო ჭიჭინაძის ერთ წელზე მეტია, რაც თეატრის ფასადზე იყო დამაგრებული, თუმცა 19 თებერვალს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროექტის გადაღებების გამო ის ჩამოხსნეს. თუმცა თეატრის მსახიობებმა ის მალევე კვლავ დაამაგრეს ფასადზე. 20 თებერვალს ბანერი კვლავ ჩამოხსნეს თეატრის ფასადიდან.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პოლიციამ 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავა “ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის” ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.