აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები გააუქმა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იუწყება.
უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.
გამოცემის ცნობით, სასამართლო მოსმენების დროს როგორც კონსერვატიული, ასევე ლიბერალური ფრთის მოსამართლეები ეჭვებს გამოთქვამდნენ ტარიფების კანონიერებაზე, რომლების დონალდ ტრამპმა 1977 წლის კანონზე დაყრდნობით შემოიღო, რომელიც ეროვნულ დონეზე საგანგებო ვითარებების დროს გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.