აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ დაარსებულმა მშვიდობის საბჭომ ღაზას სექტორის რეკონსტრუქციისთვის წევრი ქვეყნებისგან 5 მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა. მან ამის შესახებ Truth Social-ში დაწერა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მშვიდობის საბჭო ისტორიაში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანო გახდება.
„ჩვენ რეკორდულად სწრაფად გავწიეთ ჰუმანიტარული დახმარება და უზრუნველვყავით ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი მძევლის გათავისუფლება. გასულ თვეში შვეიცარიის ქალაქ დავოსში ორგანიზაციის ოფიციალური ფორმირების აღსანიშნავად და ღაზის სექტორისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მომავლისთვის თამამი ხედვის – მსოფლიო მშვიდობის – წარმოსადგენად ორი ათეული გამორჩეული დამფუძნებელი წევრი შემომიერთდა. 2026 წლის 19 თებერვალს ვაშინგტონში დონალდ ჯ. ტრამპის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტში კვლავ შევხვდები „მშვიდობის საბჭოს“ წევრებს, სადაც გამოვაცხადებთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისა და რეკონსტრუქციისთვის ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს, ასევე, ღაზის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებსა და ადგილობრივ პოლიციაში ათასობით პერსონალი გამოყვეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჰამასმა“ შეასრულოს სრული და დაუყოვნებლივი დემილიტარიზაციის ვალდებულება. „მშვიდობის საბჭო“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანო იქნება და ჩემთვის დიდი პატივია მისი თავმჯდომარეობა“, – წერს ტრამპი,