რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს სამი საპროტესტო მარშის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან გაერთიანებული მსვლელობით მივიდნენ.
უნივერსიტეტთან მყოფები განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს აპროტესტებენ. ისინი მსვლელობით ფილარმონიასთან მივიდნენ, საიდანაც ტრადიციული, „შაბათის მარშის“ მონაწილეებთან ერთად პარლამენტისკენ დაიძრნენ.