ნიდერლანდებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ნორვეგიამ და შვედეთმა PURL-ის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 500 მილიონი აშშ დოლარი (420 მილიონი ევრო) გამოყვეს. კერძოდ, ეს მოიცავს Patriot-ის რაკეტებს, საარტილერიო ჭურვებს, F-16 გამანადგურებლების საბრძოლო მასალას და სათადარიგო ნაწილებს.
„ყველა დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რუსული ტერორისტული თავდასხმები გრძელდება. უკრაინაში ტემპერატურის -20 გრადუსამდე დაცემის გამო, რუსული დრონები და რაკეტები განზრახ ესხმიან თავს ენერგეტიკულ ობიექტებს. ეს უბრალოდ დანაშაულია. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინისთვის ძლიერი მხარდაჭერის გაწევა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სფეროში,“ - გაბაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ.