განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია იმ პროგრამების სიას აქვეყნებს, რომლებიც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაუქმდება.
ნგრევის მასშტაბი რომ წარმოიდგინოთ - ილიას უნივერსიტეტში ქ.ოცნება აუქმებს შემდეგ პროგრამებს. ეს არის უზარმაზარი შრომა, სიმდიდრე, რომელიც ასობით ადამიანმა, ათობით ორგანიზაციამ შექმნა:
1. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
2. ეკოლოგია
3. ფიზიკა
4. ბიოლოგია
5. ანთროპოლოგია
6. ასტრონომია
7. უჯრედული ნეირომეცნიერება
8. ბიოქიმია და მოლეკულური ბიოტექნოლოგია
9. სამართალი
10. ანგლისტიკა
11. გამოყენებითი გერმანისტიკა
12. საფრანგეთისმცოდნეობა
13. მედიცინა
14. ისტორია
15. რუსისტიკა
16. ლიტერატურათმცოდნეობა
17. ქართული ფილოლოგია
18. ხელოვნებათმცოდნეობა
19. მცოდნეობა
20. მუსიკა
21. ფსიქოლოგია
22. საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი
23. პოლიტიკის მეცნიერება
24. თავისუფალი მეცნიერებები
25. სოციოლოგია
26. გრაფიკის ხელოვნება
27. გამოყენებითი ხელოვნება - მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის
28. ფინანსები
29. მენეჯმენტი
30. ტურიზმი
31. მათემატიკა
32. კომპიუტერული ინჟინერია
33. რელიგიის კვლევები
34. ადიქციის კვლევები
35. ენათმეცნიერება
36. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია
37. საჯარო პოლიტიკა
38. ევროპისმცოდნეობა
39. კავკასიის კვლევები
40. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის კვლევები
41. სოციალური მუშაობა
42. საერთაშორისო ურთიერთობები
43. ფსიქიკური ჯანმრთელობა
44. ცოცხალი თეატრის ხელოვნება
45. ლექსიკოგრაფია
46. გერმანიის კვლევები
47. საზოგადოებასთან ურთიერთობა
48. ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი
49. არქიტექტურა და მდგრადი განვითარება
50. პროგრამული ინჟინერია
51. ციფრული ჰუმანიტარია
52. კულტურის კვლევები
53. ფილოსოფია
54...
ეს არასრული ჩამონათვალია, რაც მხოლოდ ამ უნივერსიტეტში დაზიანდება.
დაიცავი განათლება!" - წერს ჯანაშია.