პროკურატურის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 30 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილება, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა“, —ბ ნათქვამია განცხადებაში.