ტექნიკური უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია იმართება.სასწავლო დაწებულებასთან ორტიო უნივერსიტეტის გაერთიანების მოწინააღმდეგე ლექტორები და სტუდენტები იმყოფებიან. ადგილზე შეკრებილები "ოცნებას" გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებენ.
შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ როგორც სტუდენტები, ისე პროფესორები.
"იცოდეთ, ისტორიასთან ჩაწყობა არ მოსულა, ისტორია შავით-თეთრზე წერს, ამიტომ დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ. გვაპატიებს კი ამას საქართველოს ისტორია? ძალიან ეჭვი მეპარება. დიდი ილია ბრძანებს, ერის დაცემა მაშინ იწყება, როცა წარსულს დავივიწყებთ. წარსულია უკვე და ლამაზი ისტორია "გეპეის" ისტორია და არ შეიძლება ასე ბუჩქის ძირას დაჯდეს რამოდენიმე კაცი და გამოიტანოს მისი დასასრულის განაჩენი", - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, იური ჯანიაშვილმა.