საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.
თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ განათლების მინისტრის მოადგილესთან გამართული შეხვედრა ხანგრძლივი და დაძაბული იყო. მისი თქმით, შეხვედრის განმავლობაში მწვავე შეკითხვები დაისვა ორი უმაღლესი სასწავლებლის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით.
"იყო მწვავე შეკითხვები, დაისვა საკითხი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. ამ შეხვედრას ორ ნაწილად გავყოფდი და შევთანხმდით, რომ მეორე ნაწილთან დაკავშირებით შეხვედრა კვლავ გაგრძელდება. ეს იყო როგორც ტექნიკურ საკითხებნთან დაკავშირებული შეკითხვები, მეორე კი იყო პოლიტიკური საკითხები, რომელსაც გასცემს პასუხს უკვე მინსიტრი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს როგორც ტექნიკური, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები ერთად შეხვდება მინისტრს, გივი მიქანაძეს. ჩვენ იქ სუბარი გევქნება კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ტექნიკურ საკითხებზე დღესაც აქტიურად იყო საუბარი, მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ თემა საკმაოდ მწვავეა, მნიშვნელოვანია, ორივე უნივერსიტეტისთვის, ვფიქრობ, რომ დიალოგი აუცილებელია, რომ გაგრძელდეს."- განაცხადა სამუშიამ.