აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირადად სთხოვა რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს, ძლიერი ყინვების გამო, ერთი კვირით შეწყვიტოს უკრაინაზე საჰაერო დარტყმები.
„მე პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, ის დათანხმდა“, - თქვა მან.
„არა მხოლოდ ცივა, არამედ უკიდურესად ცივა,“ - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ისაუბრეს თუ არა მან და პუტინმა ტელეფონით, თუ მათი კომუნიკაცია სხვა ფორმით მოხდა.
როგორც ცნობილია, პარასკევს უკრაინაში ძლიერი ყინვების ახალი ტალღა დაიწყება. ჩრდილოეთ ნაწილში ტემპერატურა შესაძლოა -30°C-მდე დაეცეს. ამასთან, კიევის ასობით სახლს ბოლო თავდასხმების შემდეგ გათბობა ჯერ კიდევ არ აღუდგა და ენერგეტიკული მდგომარეობა კვლავ რთული რჩება.