რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
პარლამენტთან შეკრებილებს ლოზუნგით - „დაიცავი განათლება“, მარშის მონაწილეები შეუერთდნენ.
მათ საპროტესტო მსვლელობა თავდაპირველად ფილარმონიიდან დაიწყეს, რუსთაველის გამზირის გავლით მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ, შემდეგ კი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.