არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორდღიანი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განაცხადა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიხ აბდულა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი, მიესალმა აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებს და იმედი გამოთქვა, რომ ეს დისკუსიები ხელს შეუწყობს ომის დასრულებას.
სამმხრივ შეხვედრაზე უკრაინას წარმოადგენენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილო ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერჰიი კისლიცა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და გენერალური შტაბის უფროსი ანდრიი გნატოვი.
მოლაპარაკებებზე „სამშვიდობო გეგმის“ პუნქტები იქნება განხილული.