ტროტუარზე დგომის გამო მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სამოქალაქო აქტივისტ მიხეილ ზაქარეიშვილს 5-დღიან პატიმრობა შეუფარდა.
დღეს იმავე საქმეზე მოსამართლე დავით მაკარიძემ 4-4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას. ხოლო ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილს 5 -დღიანი პატიმრობა. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ტროტუარზე დგომის გამო ანი ახმეტელი სამართალდამრღვევად ცნო და მხოლოდ სიტყვიერი შენიშნით შემოიფარგლა.