თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მაკარიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო სანდრო მეგრელიშვილსა და დიმიტრი ჯამბურიას 4-4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
სანდრო მერელიშვილი გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, სხდომათა დარბაზში დააკავეს. დიმიტრი ჯამბურია პროცესს არ ესწრებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯამბურიასა და მეგრელიშვილს პარლამენტთან ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. ის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.