დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპა „არასწორი მიმართულებით მოძრაობს“.
გასული წლის განმავლობაში ამერიკული ეკონომიკის მიღწევების შეჯამებისას, ტრამპმა ევროპელებს მიმართა სიტყვებით, რომ მათ შეეძლოთ აშშ-ს მაგალითისთვის მიებაძათ, მაგრამ, მისი სიტყვებით, „ევროპის ზოგიერთი ადგილის ცნობა შეუძლებელია“.
„ეს ძალიან ნეგატიური გაგებითაა. მე მიყვარს ევროპა და მინდა, რომ ევროპა იყოს აყვავებული, მაგრამ ის სწორი მიმართულებით არ მოძრაობს,“ - განაცხადა ტრამპმა.
მან გააკრიტიკა თანამედროვე დასავლური ეკონომიკის განვითარება, რომელიც ორიენტირებულია სამთავრობო ხარჯებზე, მასობრივ მიგრაციაზე.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში ზოგადად მიღებული გახდა, რომ თანამედროვე დასავლური ეკონომიკის განვითარების ერთადერთი გზა მუდმივად მზარდი სამთავრობო ხარჯები, უკონტროლო მასობრივი მიგრაცია და გაუთავებელი უცხოური იმპორტია.
მიღწეული იქნა კონსენსუსი, რომ ეგრეთ წოდებული „ჭუჭყიანი“ სამუშაო ადგილები და მძიმე მრეწველობა სხვა ქვეყნებში უნდა გადატანილიყო და ხელმისაწვდომი ენერგია „მწვანე ახალი კურსით“ უნდა ჩანაცვლებულიყო“, - განაცხადა ტრამპმა.