ვლადიმირ პუტინმა მითხრა, ვერ ვიჯერებ, რომ მოახერხე სომხეთ-აზერბაიჯანის ომის მოგვარება, 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებასო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ამ ომის მოგვარებას ცდილობდა, რადგან „ეს პუტინის ტერიტორიაა“.
“სომხეთი და აზერბაიჯანი. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას”. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. და მოვახერხე ორივე ქვეყნის მეთაურის ჩემს ოვალურ ოფისში მოყვანა. და ერთი ერთ მხარეს დაჯდა, მეორე - მეორე მხარეს. ერთმა მითხრა: “აზერბაიჯანის მეთაური ვარ 22 წელია და 22 წელია მის ხალხს ვკლავდი”. და მეორე ჯენტლმენმა - ორივე კარგი ადამიანია - მითხრა: “7 წელია ვარ და 7 წელია მის ხალხს ვკლავდი”. და რამდენიმე საათში ერთმანეთის გვერდით იყვნენ და როდესაც დავასრულეთ, ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ და დიდი მშვიდობა იყო… მაგრამ პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ მოახერხე ამ ომის მოგვარება, 10 წელია ვმუშაობდი ამაზე”, ვინაიდან ეს მისი ტერიტორიაა", - განაცხადა ტრამპმა.