აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ყურადღებით აკვირდებიან ირანში არსებულ ვითარებას და ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება. ამის შესახებ ხუთშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება.
„პრეზიდენტი და მისი გუნდი ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას. პრეზიდენტს და მის გუნდს ჰქონდათ კომუნიკაცია ირანის რეჟიმთან, რომ თუ მკვლელობები გაგრძელდებოდა, ამას მკაცრი შედეგები მოჰყვებოდა. პრეზიდენტმა მიიღო შეტყობინება, როგორც თავადაც გითხრათ, რომ მკვლელობა და სიკვდილით დასჯა გაჩერდებოდა. პრეზიდენტმა დღეს გაიგო, რომ 800 სიკვდილით დასჯა, რომელიც ირანში გუშინ იყო დაგეგმილი, გაუქმდა. პრეზიდენტი აგრძელებს ყველა ვარიანტის განხილვას. პრეზიდენტი და მისი გუნდი ძალიან ახლოდან უწევს მონიტორინგს სიტუაციას და პრეზიდენტ ტრამპისთვის მაგიდაზე რჩება ყველა შესაძლო ვარიანტი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.