შვედეთმა გრენლანდიაში სამხედროები გაგზავნა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა.
რომ მან გრენლანდიაში ოფიცრები დანიის თხოვნით გაგზავნა.
ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები კუნძულზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
„ისინი რამდენიმე მოკავშირე ქვეყნის ჯგუფის ნაწილი არიან. ერთად მოემზადებიან დანიური წვრთნების „ოპერაცია არქტიკული გამძლეობის“ მომავალი ფაზებისთვის“, - წერს კრისტერსონი X-ზე.
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა ჩართული ჯარისკაცების რაოდენობა ან რომელი ქვეყნები შეუერთდნენ წვრთნებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანიამ გრენლანდიაში სამხედრო ტექნიკა და ჯარების მოწინავე რაზმი გაგზავნა, რომელიც არმიისა და სხვა დანაყოფების დიდი ძალების მისაღებად ემზადება.